ევროკავშირის
გადაწყვეტილებით, სამი ქვეყანა - საქართველო, კანადა და ტუნისი აღარ იქნებიან იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ე.წ. "უსაფრთო" სტატუსს ატარებდნენ. ამ ცვლილების მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებია.
ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად, ამ ქვეყნების მოქალაქეები ვეღარ ისარგებლებენ იმავე გამონაკლისებით, რაც მათზე აქამდე ვრცელდებოდა.
ამასთან, დამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საფუძველზე, ევროსაბჭოს გადაწყვტილებით, მოგზაურობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები აღარ ეხებათ და შესაბამისად, უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შედიან: ავსტრალია, იაპონია, ხალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ჩინეთი და ურუგვაი.