მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

covid-19-ით 24 ადამიანი გარდაიცვალა - 12 იანვრის სტატისტიკა

5ffd3b8361851
ინგა მურუსიძე
12.01.21 10:55
863
სპეციალურ გვერდზე stopcov.ge სტატისტიკური მონაცემები განახლდა, რომლის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 მოქალაქე გარდაიცვალა.

სულ ქვეყანაში covid-19-მა 2 820 მოქალაქე იმსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 241 637-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 993 პირი, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 227 208-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები