მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების სრული სტატისტიკა საქართველოში

64786aa03e760
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.23 15:00
664
საქართველოს მთავრობამ COVID-19-ის სტატისტიკის გამოქვეყნება 2022 წლის 1 ოქტომბერს შეწყვიტა და ამ ნაბიჯით ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა. თუმცა, ამის მიუხედავად, ვირუსით ინფიცირება არ შეჩერებულა და ათასობით ადამიანმა ამ თარიღის შემდეგაც გადაიტანა კოვიდი.

დეპუტატმა რომან გოცირიძემ NCDC-ის მიმართა კითხვით, ქვეყანაში კოვიდის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 2023 წლის 19 მაისის პერიოდში ვირუსით ინფიცირების და გარდაცვალების რამდენი შემთხვევა აღირიცხა.

უწყების პასუხის თანახმად, სტატისტიკა ასე ნაწილდება:

• სულ შემთხვევების რაოდენობა - 1,842,947 შემთხვევა;
• მათ შორის 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 19 მაისის პერიოდში - 50,838 შემთხვევა;
• სულ გარდაცვალება - 17,070 გარდაცვალება;
• მათ შორის 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 19 მაისის პერიოდში - 158 გარდაცვალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები