სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 38 მოქალაქე გარდაიცვალა. ვირუსმა გავრცელებიდან დღემდე კი ქვეყანაში 8 749 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
24 სექტემბრის სრული სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 603 763 , ბოლო 24 საათში - 1 698
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 572 353 , ბოლო 24 საათში - 1 910
მათ შორის გარდაცვლილი - 8 749 , ბოლო 24 საათში - 38
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 25 692, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 15 310, PCR ტესტით - 10 382
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,61%, ბოლო 14 დღის - 6,85%, ბოლო 7 დღის - 6,46%
სულ ჩატარდა - 1 715 073 აცრა, დღიურად აცრილია - 12 778
კარანტინის რეჟიმში - 48
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 810
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 964




























