მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Covid-19 საქართველოში - 11 აპრილის სტატისტიკა

5e9231f094194
BM.GE
12.04.20 00:00
2554
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 242 ფაქტია დადასტურებული. ბოლო 24 საათში პაციენტების რაოდენობა 9-ით გაიზარდა. 

ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ბოლო 24 საათში 6-ით გაიზარდა და 60 შეადგინა. მათ შორის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეს 2 წლის ბავშვიც გამოჯანმრთელდა. 

რაც შეეხება გარდაცვალების სტატისტიკას, Covid-19-მა საქართველოში 3 პაციენტი იმსხვერპლა, გარდაცვალების მესამე ფაქტი 7 აპრილს დაფიქსირდა.

ამასთან, Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კარანტინის რეჟიმში - 4929, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 405 პირი რჩება.

რაც შეეხება მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ Stopcov-ში გადარიცხული თანხის მოცულობას ის ამ დროისთვის 125,507,320 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები