მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

covid-გეოგრაფია: თბილისსა და იმერეთში ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს

5fa3a52e03fb5
ინგა მურუსიძე
05.11.20 11:11
1193
"2401 ახალი შემთხვევიდან 976 თბილისში გამოვლინდა", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 401 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება ასე: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში - 328, იმერეთში - 368, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 135, გურიაში - 62, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 280, კახეთში - 70, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 35“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

რაც შეეხება 20 გარდაცვლილს, მათგან თბილისში გარდაიცვალა - 10 მოქალაქე, აჭარაში - 2 , იმერეთში - 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები