სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 25 161 და გამოჯანმრთელების 16 789 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 51 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
9 თებერვლის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 375 615 , ბოლო 24 საათში - 25 161
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 141 231 , ბოლო 24 საათში - 16 789
მათ შორის გარდაცვლილი - 15 351 , ბოლო 24 საათში - 51
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 72 587, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 47 032, PCR ტესტით - 25 555
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 34,66%, ბოლო 14 დღის - 29,26%, ბოლო 7 დღის - 32,45%
სულ აცრილია - 2 759 753, დღიურად აცრილია - 3 566
კარანტინის რეჟიმში - 41
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 036
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 901




























