დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდის მართვაში დღეისთვის 700-მდე სტუდენტია ჩართული.
როგორც ამირან გამყრელიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რაც უფრო ბევრი სამედიცინო ცოდნის მქონე ადaმიანი ჩაერთვება პროგრამაში, მით უკეთესი.
„ჩემი ინორმაციით, კორონამართვის პროცესში ჩაერთვნენ რეზიდენტები უმაღლესი სასწავლებლებიდან და სამინისტროდან და ასევე მე-5 - მე-6 კურსის სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები. დაახლოებით 1 800-მდე სტუდენტმა გაიარა მოკლე გადამზადება და დაახლოებით 700-მდე პრაქტიკულ საქმეშია ჩართული, როგორც ექიმებისა და ექთნების ასისტენტები.
გამოცხადებულია სრული მობილიზაცია სამედიცინო პერსონალის ექიმების, ექთნების, რომლებიც არიან პენსიაზე, ან არ არიან დასაქმებულები. იგივე სტომატოლოგების ფართოდ გამოყენებაც შეიძლება. ამის მაგალითები ბევრ ქვეყანაშია, ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. მადლობა ჩართულ ადამიანებს და რაც მეტი იქნება მობილიზაცია, როგორც ექიმების ისე დამამთავრებელი სტუდენტების, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პანდემიის შეჩერების პროცესში“, - განაცხადა გამყრელიძემ.




























