სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 567 და გამოჯანმრთელების 1 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 36 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
14 იანვრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 984 802 , ბოლო 24 საათში - 5 567
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 924 072 , ბოლო 24 საათში - 1 661
მათ შორის გარდაცვლილი - 14 395 , ბოლო 24 საათში - 36
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 60 753, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 34 092, PCR ტესტით - 26 661
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,16%, ბოლო 14 დღის - 9,14%, ბოლო 7 დღის - 9,84%
სულ აცრილია - 2 596 549, დღიურად აცრილია - 6 864
კარანტინის რეჟიმში - 68
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 379
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 077.




























