მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-ით ინფიცირებულებს, რომლებიც სახლში რჩებიან, სახელმწიფო მინიმალურ პაკეტს სთავაზობს

5f8db1d30432a
ინგა მურუსიძე
19.10.20 20:30
3122
კორონავირუსით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას ბინაზე გადიან, მთავრობა მომსახურების მინიმალურ პაკეტს შესთავაზებს, - განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.

მისი თქმით, შესაძლოა ეს იყოს D-დიმერის ანალიზი.

„ეს არის ანალიზი, რომელიც აჩვენებს თრომბოემბოლიურ გართულებების მოსალოდნელ სიგნალს. სახლში დატოვებული პაციენტებიდან იყო ერთი-ორი სიგნალი და რომ არ გახდეს ეს პრეცედენტი, სახლში დატოვებულ პაციენტებს ჩაუტარდებათ სისხლის საერთო ანალიზი და D-დიმერი“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ეს ანალიზები იქნება გარანტია, რომ თრომბოემბოლიური გართულება არ განვითარდეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბათუმში, კოვიდ-სასტუმროში, კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის მოქალაქე სწორედ თრომბოემბოლიის დიაგნოზით გარდაიცვალა. ის ექიმებმა სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.