საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე ხელფასის 50%-ს საქართველოში კორონავირუსის ნეგატიური გავლენების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. საფინანსო ინსტიტუტის აღმასრულებელი მენეჯმენტის გუნდი ასევე შეთანხმდა, რომ 2020 წელს მათი ხელფასი 20%-ით შემცირდეს და დანაზოგი ასევე COVID-19-ის ნეგატიური გავლენის შემცირებას მოხმარდეს. შეთანხმება ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან შევიდა.


































