59%-ით შემცირებული საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი და 56%-ით შემცირებული საერთაშორისო ტურისტები - ასეთია ტურიზმი რიცხვებში მარტში. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში 209,000 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა. უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მძიმე იქნება აპრილი ტურიზმის ინდუსტრიისთვის, რადგან როგორც ცნობილია, 22 მაისის ჩათვლით საქართველოში საგანგებო რეჟიმი ნარჩუნდება და ალბათ მინიმუმ მაისის ბოლომდე არც საჰარეო და არც სახმელეთო საზღვარი არ გაიხსნება. „დარჩი სახლში“ დღეს ნიშნავს, რომ ხვალიდან შევძლებთ საზღვრების გახსნას“ - ასეთი გზავნილი ბიბისისთან გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გააკეთა. „სამწუხაროდ, რთული რამდენიმე თვე იქნება თუმცა ეს პესიმისტური განწყობის შექმნას არ ნიშნავს”, - ეს უკვე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშილის გზავნილია. რა იქნება რთული რამდენიმე თვის შემდეგ?