ეკონომიკის განვითარების სამი შესაძლო ალტერნატივა, დონორული დაფინანსების ეფექტი და რეკომენდაციები - PMCG-ის კვლევითმა ინსტიტუტმა საქართველოს ფისკალურ სექტორზე COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის შეფასება წარადგინა. ორგანიზაციის მიერ მომზადებული შეფასება სამი სცენარისგან შედგება და თითოეული მათგანი ეკონომიკის განვითარების განსხვავებულ მოდელს წარმოადგენს.
მათ შორის: ოპტიმისტური სცენარი - ბიუჯეტის დეფიციტი 4.9 მილიარდი ლარი; ნაკლებად პესიმისტური სცენარი - ბიუჯეტის დეფიციტი 5.4 მილიარდი ლარი; ძალიან პესიმისტური სცენარი - ბიუჯეტის დეფიციტი 6.47 მილიარდი ლარი. რას ეფუძნება ეს გათვლები და როგორია რეკომენდაციები კვლევითი ცენტრის მხრიდან?
სტუმარი: გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი