მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცქიტიშვილი: ბიუჯეტის შედგენისას მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლებაა

5d834eaccb6fd
BM.GE
19.09.19 13:50
662
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობის გამოცხადების დღიდან აქტიურ რეჟიმში მუშაობს მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე.

"დეტალურად გავდივართ ყველა სამინისტროს სურვილებს. მოგეხსენებათ, რომ მთლიანი ბიუჯეტი დგება იმ ინიციატივებისა და პროგრამებისგან, რომელსაც ესა თუ ის სამინისტრო აპირებს რომ განახორციელოს, გააგრძელოს დაწყებული საქმე ან დაიწყოს ახალი პროექტები. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ მოქალაქეზე ორიენტირებულ ბიუჯეტზე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ყველაზე დაუცველ სოციალურ ჯგუფებზე ზრუნვას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ეს იქნება წყალმომარაგება რეგიონებში, საგზაო სამუშაოები, საბავშვო ბაღები თუ ამბულატორიები, ამ შემთხვევაშიც მთავარი ამოცანა ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები