გარდა ამისა, UBS-ის გენერალურ დირექტორად საბანკო ინდუსტრიის ვეტერანი, სერხიო ემროტი ბრუნდება, რომელიც უმსხვილეს შვეიცარიულ ბანკს ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, მასშტაბური და საკმაოდ კომპლექსური რესტრუქტურიზაციის ფონზე, დირექტორთა საბჭომ ემროტის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის კომპანიების შერწყმების ექსპერტი და გამოცდილი ბანკირია, რომელსაც კარგად ესმის Credit Suisse-ისა და UBS-ის სპეციფიკა. რაც შეეხება საბჭოს წევრად ულრიხ კორნერის არჩევის საკითხს, კომპანიის განმარტებით, კორნერს ზედმიწევნით კარგად ესმის Credit Suisse-ის ბიზნესმოდელი და მას შერწყმის პროცესში საჭირო რჩევების გაცემა შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ მარტში UBS-მა გაკოტრებული Credit Suisse-ი 3.2 მილიარდ დოლარად შეისყიდა, ამჟამად ბანკები შერწყმის პროცესში არიან, ამ დროის განმავლობაში კი ორივე ბანკი დამოუკიდებლად განაგრძობს ოპერირებას.
ვრცლად შვეიცარიის ისტორიაში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგების შესახებ წაიკითხეთ აქ: "Credit Suisse-ის აღსასრული და UBS-ის მომავალი"