მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse-მა რუს ოლიგარქებს $19 მილიარდის აქტივები გაუყინა

63e9dece0ac9b
გიორგი თოლორდავა
13.02.23 13:00
807
წამყვანმა შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა ომის დაწყების შემდეგ, რუს ოლიგარქებს და ქვეყნის ცენტრალურ ბანკს 19 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა - სანქცირებულ პირთა სია ბანკს არ გაუსაჯაროებია.

Credit Suisse-ის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობას თვითნებურად არ მიუღია და ის საერთაშორისო სანქციებით იყო განპირობებული.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ Credit Suisse-ი წლების განმავლობაში რუსი ოლიგარქების რჩეულ საინვესტიციო ბანკს წარმოადგენდა, რაც შვეიცარიის საკანონმდებლო ჩარჩოთი და თავად Credit Suisse-ის სპეციფიკით იყო განპირობებული.

167-წლიან ისტორიაში ბანკი არაერთხელ ყოფილა უკანონობის ზღვარზე და მის მიღმაც. მსოფლიოს მასშტაბით ამჟამად კი ათობით გამოძიება მიმდინარეობს, რომლებშიც Credit Suisse-ს ფულის გათეთრებასა და კლიენტების არალეგალური შემოსავლების ინვესტირებაში ედავებიან.

მიუხედავად ასეთი რეპუტაციისა, როგორც ჩანს, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსი ოლიგარქების რჩეული ფინანსური ბასტიონიც დაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები