მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse-ში ინვესტირების გამო, საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გადადგა

642153086428a
გიორგი თოლორდავა
27.03.23 12:26
920
საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ამარ ალ ხუდაირმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია შვეიცარიულ Credit Suisse-ში ინვესტირებასთან და ბანკისთვის 1 მილიარდი დოლარის ზარალის მიყენებასთან.

სწორედ ამარ ალ ხუდაირის ხელმძღვანელობით, გასულ წელს არაბულმა ბანკმა 1.5 მილიარდ დოლარად Credit Suisse-ის აქციების 9.9% შეიძინა და ამით შვეიცარიული საფინანსო ორგანიზაციის უმსხვილესი აქციონერი გახდა.

გასულ კვირას Credit Suisse-მა ფაქტობრივი გაკოტრება გამოაცხადა და ის მთავარმა კონკურენტმა, UBS-მა 3.2 მილიარდ დოლარად იყიდა.

გასულ წელს Credit Suisse-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 10-15 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მისი $3.2 მილიარდად გასხვისება კი ვარდნის 70%-იან მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.

მართალია, საუდის არაბეთის ეროვნულ ბანკს ინვესტიციიდან მიღებული ზარალის ზუსტი მოცულობა არ გაუსაჯაროებია, თუმცა ის $1 მილიარდის ფარგლებში უნდა იყოს.


ვრცლად შვეიცარიის ისტორიაში მომხდარი უმსხვილესი გარიგების შესახებ წაიკითხეთ აქ: Credit Suisse-ის აღსასრული და UBS-ის მომავალი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები