მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს

63c65997af787
გიორგი თოლორდავა
17.01.23 12:20
405
ფინანსური კრიზისისა და უაღრესად არასახარბიელო კვარტალური შედეგების დაფიქსირების ფონზე, უმსხვილესი შვეიცარიული ბანკი, Credit Suisse თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს.

კომპანიის დატოვება ევროპაში საინვესტიციო ბანკინგის მიმართულებით დასაქმებულ თანამშრომელთა 10%-ს მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Credit Suisse-მა 9,000 თანამშრომლის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. დათხოვნის ახალი ტალღა კი, სავარაუდოდ, აღნიშნულ რაოდენობას 10,000-მდე გაზრდის.

კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, თანამშრომლების შემცირება "რადიკალური რესტრუქტურიზაციის" სტრატეგიის ნაწილია და ის კომპანიის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.

ბანკის ახალარჩეული გენერალური დირექტორის, ულრიხ კორნერის განცხადებით, "რადიკალური რესტრუქტურიზაციის" სტრატეგია ოფიციალურად დაწყებულია და მომდევნო თვეების განმავლობაში ინვესტორები მაღალი ვოლატილობისთვის მზად უნდა იყვნენ.

კორნერის განმარტებით, Credit Suisse-ის საინვესტიციო პორტფელში მაქსიმალურად შემცირდება მაღალრისკიანი აქტივებისა და კრედიტების რაოდენობა, გარდა ამისა, ძირითად ბანკს გამოეყოფა დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკი, რომლის სახელწოდება CS First Boston იქნება. CSFB-ის აქციები საფონდო ბირჟაზე ცალკე განთავსდება და მას საკუთარი მენეჯმენტი და დირექტორთა საბჭო ეყოლება.

Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის ახალი სტრატეგია ქონებისა და აქტივების მართვის მიმართულების გაძლიერებას და შვეიცარიული ბანკის შებღალული რეპუტაციის აღდგენას ითვალისწინებს, რაც წლების განმავლობაში უამრავმა სასამართლო დავამ, საერთაშორისო სკანდალმა და იმედგამაცრუებელმა კვარტალურმა შედეგმა განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები