მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CrowdStrike-ის ტექნიკურმა ხარვეზმა კომპანიებს $5.5 მილიარდის ზარალი მიაყენა

crowdstrike

გასული კვირის ბოლოს მსოფლიო დროებით გაჩერდა: ავიაკომპანიები მგზავრებს ვერ არეგისტრირებდნენ, ბანკები ტრანზაქციებს ვერ ატარებდნენ, ხოლო მედიაკომპანიები ინფორმაციას ვერ ცვლიდნენ.

ამ კომპანიების კომპიუტერებზე “სიკვდილის ლურჯი ეკრანი” გამოისახა, რამაც მუშაობა შეუძლებელი გახადა და პლანეტას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რაოდენ დამოკიდებულია ის ტექნოლოგიაზე.

“სიკვდილის ლურჯი ეკრანი” Windows-ზე მომუშავე კომპიუტერებში მაშინ ჩნდება, როცა ოპერაციული სისტემა კრიტიკულ სისტემურ შეცდომას აწყდება, მუშაობას ავარიულად ასრულებს. თუ შეცდომა დიდია, კომპიუტერი ფუნქციონირებას ვეღარ აგრძელებს.

პირველი აზრი, რომელმაც შეიძლება გაიელვოს - კიბერთავდასხმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, რეალურად, საქმე კიბერუსაფრთხოებასთან გვაქვს. ამ პრობლემის სათავე ამერიკული კომპანია CrowdStrike-ია, რომელმაც გასულ კვირას პრობლემური განახლება გამოუშვა.

როგორ წინასწარი შეფასებიდან ვიგებთ, CrowdStrike-ის ტექნიკურმა ხარვეზმა Fortune 500-ის ინდექსში შემავალ უმსხვილეს კომპანიებს 5 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა, რაც კოლოსალური მაჩვენებელია და IT-ინდუსტრიაში დაფიქსირებულ რეკორდს წარმოადგენს.

ყველაზე დიდი ფინანსური ზიანი ბანკებმა და ავიახაზებმა მიიღეს, რადგან მათ საქმიანობის შეწყვეტა და შეკვეთების გაუქმება მოუწიათ, ეს კი საერთაშორისო ფრენების შემთხვევაში განსაკუთრებით მტკივნეულია.

CrowdStrike-ის დეფექტიანმა განახლებამ გლობალურ ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა, რასაც ინვესტორები უარყოფითად შეხვდნენ. შემთხვევის შემდეგ, ამერიკული CrowdStrike-ის აქციის ფასმა თითქმის 25%-ით იკლო, მაგრამ პრობლემების დიდი ნაწილი, კომპანიას, სავარაუდოდ, წინ აქვს, რადგან ჯერაც უცნობია, თუ ზუსტად რა მოცულობის ზარალი მიადგათ კომპანიებს ამ განახლებით და აპირებენ თუ არა ისინი ამ ზარალის ასანაზღაურებლად სასამართლოს მიმართონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები