მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Cruise-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კაილ ვოგტი თანამდებობას ტოვებს

კაილ ვოგტი

კაილ ვოგტი, რომელიც თვითმართვადი ავტომობილების კომპანია Cruise-ს ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ ინფორმაციას TechCrunch-ი 19 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით ავრცელებს.

კაილ ვოგტმა 19 ნოემბერს ელფოსტა გაუგზავნა ყველა თანამშრომელს, სადაც ნათქვამია:

"დავტოვე ჩემი, როგორც კრუზის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. ბოლო 10 წელი საოცარი იყო და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც Cruise-ს დაეხმარა ამ გზაზე. Cruise-ს ისტორია ჯერ კიდევ ახლად იწყება და მჯერა, რომ მას წინ დიდი მომავალი აქვს. თქვენ ყველანი ბრწყინვალე და ნიჭიერები ხართ. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს გვერდით აღარ ვიმუშავებ…რაც შეეხება ჩემს მომავალს, ვგეგმავ ოჯახთან ერთად დროის გატარებას და ახალი იდეების შესწავლას. გმადლობთ შესანიშნავი გამოცდილებისთვის", - განაცხადა დამფუძნებელმა.

ამასთან, GM-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მერი ბარამ გამოაცხადა, რომ მო ელშენავი, რომელიც არის Cruise-ის ინჟინერიის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, ახლა კომპანიის პრეზიდენტი და CTO იქნება. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ჯერჯერობით არავინ დასახელებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები