მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CRYPTAL CoinGecko-ზე დაილისტა

CRYPTAL CoinGecko-ზე დაილისტა
17.11.23 15:02
161

რა ხდება? – Cryptal და CoinGecko დამეგობრდნენ

პირველი ქართული კრიპტობირჟა კრიპტალი და CoinGecko დამეგობრდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ Cryptal გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული კომპანია, რომელიც საერთაშორისო პლატფორმა CoinGecko.com-ზე გამოჩნდა და დაილისთა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ კრიპტობირჟისათვის საერთაშორისო და ავტორიტეტულ CoinGecko-ს პლატფორმაზე გამოჩენა მნიშვნელოვან სარგებელს აძლევს კომპანიას, სიახლე მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისა და საქართველოში კრიპტოადაპტაციისათვის.

საქართველო და ბიტკოინის მაინინგი ახალი ამბავი არ არის, თუმცა ამჯერად ქვეყანა კიდევ უფრო დიდად გამოჩნდება მსოფლიოს კრიპტორუკაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ციფრული ლარი იქმნება და კრიპტო სულ უფრო პოპულარული ხდება.

რა არის CoinGecko?

CoinGecko არის კრიპტოვალუტებისა და კრიპტო პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის აგრეგატორი პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს გიგანტურ კრიპტო სამყაროში სანავიგაციოდ ეხმარება, სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებით. 2014 წელს გაშვებული CoinGecko მომხმარებლებს ათასობით კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინ პროექტის მიმოხილვას სთავაზობს ყოველდღიურად. კონკურენტი პლატფორმებისგანაც სწორედ ეს განასხვავებს, საიტზე არა მხოლოდ უბრალოდ ფასების მონიტორინგი შეგიძლია, არამედ აქ ხვდებიან გადამოწმებული კრიპტოვალუტები და კრიპტო ბირჟები, რეალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციითა და სტატისტიკით.

გარდა ამისა, CoinGecko მომხმარებლებს სთავაზობს Gecko Score შეფასების სისტემას, რომლის მეშვეობითაც იზომება კრიპტო პროექტის, იქნება ის ქოინი თუ ბირჟა, სხვადასხვა ასპექტი. რამდენად დიდია კრიპტოვალუტის გარშემო შემოკრებილ ადამიანთა რაოდენობა, რა აქტივობა არსებობს სოციალურ ქსელში, რა ლიკვიდურობა მოიპოვება და ა.შ.

თუ გინდა, რომ წარმატებული კრიპტო თრეიდერი იყო, აუცილებლად უნდა იყენებდე იმ შესაძლებლობასა და სარგებელს, რომელსაც CoinGecko გთავაზობს.

რა პლუსები აქვს Cryptal და CoinGecko დამეგობრებას?

როგორც ვახსენეთ, CoinGecko-ზე კრიპტალის გამოჩენას ბევრი პლუსი აქვს როგორც კრიპტო ბირჟისთვის, ასევე ქართული კრიპტო გარემოსა და მომხმარებლებისათვის:

  • გაზრდილი ცნობადობა - ისეთ ცნობილ და გლობალურ პლატფორმაზე გამოჩენა, როგორიც CoinGecko არის, რთულ პროცედურებს უკავშირდება. თუმცა საიტზე კრიპტალის დალისთვა ქართული ბირჟის ცნობადობას უცხოურ ბაზრებზე ზრდის, რაც მეტი თრეიდერის შემოდინებასა და ლიკვიდურობის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს. ეს ყველაფერი კი, შენ დაგეხმარება იმაში, რომ კრიპტოვალუტის ყიდვა გაგიმარტივდეს, შეძლო უამრავი აქტივის, მათ შორის ბიტკოინის ყიდვა ან სულაც გაყიდვა, უფრო სწრაფად და უფრო კარგ ფასში.

  • გაუმჯობესებული რეპუტაცია - CoinGecko ბირჟებსა და პლატფორმებს, რომლებსაც ვებგვერდზე გამოჩენა უნდათ, უამრავ მოთხოვნასა და რეგულაციას უწესებს. მათი დაკმაყოფილება კი, ნიშნავს რომ ბირჟა სრულ სინქრონშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

  • გამჭვირვალობა - CoinGecko-ზე ინტეგრაცია ბირჟებს ავალდებულებს მეტ გამჭვირვალობას, რაც მომხმარებლებს აძლევს საშუალებას რომ უფრო ვრცელი ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ კრიპტო ბირჟაზე და ყოველდღიურ რეჟიმში ადევნონ თვალი პლატფორმებზე მიმდინარე მოვლენებს, რათა მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება წარმატებული ინვესტირებისა და კრიპტო თრეიდინგისათვის.

კრიპტალი და CoinMarketCap

გარდა CoinGecko-სა, კრიპტალი ასევე კიდევ ერთ მსხვილ პლატფორმა CoinMarketCap-ზეც გვხვდება. აქ, კრიპტო მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ თვალი ადევნონ სხვადასხვა კრიპტო ბირჟებსა და კრიპტოვალუტებს, მათ ფასების დინამიკას და ყველა იმ წვრილმან ასპექტს, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს კრიპტოვალუტების ყიდვისას მისაღებ გადაწყვეტილებაზე.

Cryptal კი, ჯერჯერობით ერთადერთი ქართული კომპანია და კრიპტობირჟაა, რომელიც ორივე ავტორიტეტულ პლატფორმაზე არსებობს. მსგავს ვებგვერდებზე გამოჩენა პოზიტიურად მოქმედებს, როგორც ქართულ კრიპტოინდუსტრიაზე, ასევე მომხმარებლების კრიპტოთავგადასავალზე და მათ კრიპტოსთან ყოველდღიურ ინტერაქციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები