მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილებები, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელებს შეეხება

60e2f5bac2f29
BM.GE
05.07.21 16:03
786
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელებს აღარ მოეთხოვებათ საეტაპო ოქმების წარდგენა. ამას ითვალისწინებს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ეკა სეფაშვილის, ნოდარ ტურძელაძის, სოზარ სუბარის, მაია ბითაძისა და დიმიტრი სამხარაძის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა დავითულიანმა კანონპროექტი პრინციპების დონეზე გააცნო კოლეგებს.

მისი განმარტებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნებართვის მქონე პირებს აღარ მოეთხოვებათ საეტაპო ოქმების წარდგენა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დღემდე კერძო სახლის მშენებელი პირი ვალდებული იყო მშენებლობის პროცესში რამდენჯერმე წარედგინა საეტაპო ოქმები მის მიერ დაგეგმილი გრაფიკის შესრულებასთან დაკავშირებით, კანონპროექტით ის ამ ვალდებულებისგან თავისუფლდება და დარჩება მხოლოდ საბოლოო შემაჯამებელი ოქმი, რომლითაც მშენებელი ექსპლოატაციაში მიღების ოქმით მიმართავს ზედამხედველ ორგანოს.

კანონპროექტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელები დროის გარკვეული პერიოდით, 2022 წლის 1 იანვრამდე, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან და გადაუხდელი ჯარიმის გადახდისაგან თავისუფლდებიან.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით განხილულ საკანონმდებლო ცვლილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები