უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი პოზიცია უჭირავს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
კომერციულ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 2026 წლის ივნისის ბოლოსთვის 48 მილიარდ ლარს აღწევდა, რაც ერთწლიან ჭრილში 5 მილიარდი ლარით, ანუ 12%-ით გაზრდილი. ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი - 5.12 მილიარდი ლარის სესხები უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე არის გაცემული. ამასთან, აღნიშნული სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი (19%) ასწრებს ზოგადად ბიზნეს სესხების ზრდის ტემპს, რაც 12%-ს შეადგენს.
უძრავი ქონების დეველოპმენტის შემდეგ დაკრედიტებაში მეორე პოზიციას 4.5 მილიარდი ლარით იკავებს სერვისების სექტორი (ზრდა 10%); უძრავი ქონების მენეჯმენტი 4.5 მილიარდი ლარი (ზრდა 26%) და სოფლის მეურნეობა 3.87 მილიარდი ლარი (ზრდა 9%).
ენერგეტიკაში დაკრედიტება წლიურად 20%-ით გაიზარდა 3.1 მილიარდ ლარამდე, სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობის სეგმენტში ასევე 20%-ის ზრდაა და სექტორის სესხები 3 მილიარდი ლარი გახდა, ხოლო სასტუმროების და ტურიზმის სექტორში კი პორტფელი პირიქით 13%-ით 2.85 მილიარდ ლარამდე შემცირდა.
2026 წლის ივნისის მდგომარეობით ბიზნეს სესხები ასე ნაწილდება:
| სექტორი | სასესხო პორტფელი 2026 წლის ივნისის მდგომარეობით - მილიონი ლარი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით |
| უძრავი ქონების დეველოპმენტი | 5,122 მილიონი ლარი; | 19% |
| სერვისი | 4,535 მილიონი ლარი; | 10% |
| უძრავი ქონების მენეჯმენტი | 4,495 მილიონი ლარი; | 26% |
| სოფლის მეურნეობის სექტორი | 3,871 მილიონი ლარი; | 9% |
| ენერგეტიკა | 3,101 მილიონი ლარი; | 20% |
| სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2,994 მილიონი ლარი; | 20% |
| სასტუმროები და ტურიზმი | 2,856 მილიონი ლარი; | -13% |
| სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2,123 მილიონი ლარი; | -3% |
| ვაჭრობა (სხვა) | 2,106 მილიონი ლარი; | -8% |
| სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1,893 მილიონი ლარი; | 0% |
| საფინანსო ინსტიტუტები | 1,476 მილიონი ლარი; | 31% |
| სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 1,229 მილიონი ლარი; | 22% |
| ჯანდაცვა | 1,073 მილიონი ლარი; | -24% |
| ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 1,002 მილიონი ლარი; | 23% |
| რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 948 მილიონი ლარი; | 2% |
| წარმოება (სხვა) | 933 მილიონი ლარი; | 1% |
| ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 881 მილიონი ლარი; | 8% |
| მათ შორის: ექსპორტიორები | 864 მილიონი ლარი; | 23% |
| მძიმე მრეწველობა | 770 მილიონი ლარი; | -6% |
| სხვა | 689 მილიონი ლარი; | 54% |
| ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 633 მილიონი ლარი; | -9% |
| ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 521 მილიონი ლარი; | 345% |
| ავტომობილების დილერები | 315 მილიონი ლარი; | -13% |
| საბითუმო ლომბარდი | 288 მილიონი ლარი; | 13% |
| ფარმაცევტიკა | 275 მილიონი ლარი; | 30% |
| ტელეკომუნიკაცია | 275 მილიონი ლარი; | -8% |
| სახელმწიფო ორგანიზაციები | 43 მილიონი ლარი. | 28% |




























