მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CVS, Pfizer, AstraZeneca... - TOP 10 ფარმაცევტული კომპანია

მედიკამენტები

ფარმაცევტული ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სწრაფად მზარდი სექტორია. პლატფორმა CompaniesMarketCap.com-ის უახლესი მონაცემებით, საფონდო ბირჟებზე საჯაროდ განთავსებული 760 კომპანიის ჯამური საბაზო კაპიტალიზაცია $6.8 ტრილიონს აღემატება, მათი შემოსავალი კი - $1.8 ტრილიონს.

გთავაზობთ მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების ათეულს, ბოლო 12 თვის ჯამური შემოსავლის მიხედვით.

ეს რეიტინგი გვიჩვენებს არა კომპანიის აქციების ფასს, არამედ იმას, თუ რა მოცულობის პროდუქციას (წამლებს, ვაქცინებს და სამედიცინო ტექნოლოგიებს) ყიდის კომპანია რეალურად.

CVS Health -$394.1 მლრდ

CVS ტრადიციული ფარმაცევტული ქარხანა არ არის. არამედ ეს არის ამერიკული ჯანდაცვის გიგანტი, რომელიც აფთიაქების უზარმაზარ ქსელს (CVS Pharmacy), დაზღვევის კომპანიას (Aetna) და წამლების მენეჯმენტის სერვისს (Caremark) ფლობს. შესაბამისად, მათი კოლოსალური შემოსავალი მოდის არა წამლის შექმნიდან, არამედ მათი გაყიდვებიდან (რითეილი), დაზღვევის პრემიებიდან და ჯანდაცვის სერვისებიდან.

Johnson & Johnson -$92.1 მლრდ

ფარმაცევტული და სამედიცინო ტექნოლოგიების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი. კომპანია აერთიანებს ორ უზარმაზარ მიმართულებას: "Innovative Medicine" (კიბოს, იმუნოლოგიისა და ნევროლოგიის წამლები) და "MedTech" (ქირურგიული რობოტები, ორთოპედია, ლინზები).

Sinopharm -$80.1 მლრდ

ჩინური სახელმწიფო კორპორაციის შემოსავლის დიდი ნაწილი ქვეყნის მასშთაბით წამლების დისტრიბუციაზე მოდის. ასევე, კომპანია ვაქცინებსა და მედიკამენტებსაც აწარმოებს. რეიტინგში Sinopharm-ის მაღალი ადგილი ჩინეთის უზარმაზარი შიდა ბაზრითაა განპირობებული.

Roche -$69.1 მლრდ

შვეიცარიული Roche უნიკალურია იმით, რომ ფლობს მსოფლიოში წამყვან ონკოლოგიურ პორტფელს და პარალელურად არის მსოფლიო ლიდერი ინ-ვიტრო დიაგნოსტიკაშიც.

Merck -$64.2 მლრდ

ამერიკული ფარმა-გიგანტის მთავარი შემოსავლის წყარო Keytruda-ა, კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპია.

Pfizer -$62.8 მლრდ

COVID-შემოსავლების კლების შემდეგ, კიბოს კვლევებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრეპარატებზე ფოკუსის გაზრდით, Pfizer-ი ბოლო წლებში დასტაბილურების ტენდენციას აჩვენებს.

AbbVie -$59.6 მლრდ

ბიოფარმაცევტული გიგანტი იმუნოლოგიის უძლიერეს პორტფელსა და ესთეტიკური მედიცინის ხაზს ფლობს. სწორედ AbbVie-ს ეკუთვნის Botox-ის პრეპარატიც, რომელზეც კომპანიის შემოსავლის 11% მოდის.

Eli Lilly -$59.4 მლრდ

EliLilly ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფარმაევტული კომპანიაა, რომლის შემოსავლის მკვეთრი ზრდაც დიაბეტისა და გასახდომი წამლების (Mounjaro, Zepbound) ბუმთანაა დაკავშირებული.

AstraZeneca -$58.1 მლრდ

კომპანია ლიდერია ონკოლოგიური, იშვიათ დაავადებებსა და რესპირატორულi მედიცინის მიმართულებით. ამასთან, AstraZeneca გამოირჩევა გაყიდვების სტაბილური ზრდით ბოლო 5 წლის განმავლობაში.

Novartis -$56.4 მლრდ

შვეცარიული კომპანია ინოვაციურ მედიკამენტებზეა (გულ-სისხლძარღვთა, იმუნოლოგია, ნევროლოგია) ფოკუსირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები