მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CX Hub-ი კავკასიასა და უზბეკეთში International CX Award 2025-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია - დაჯილდოების ფინალში 3 ქართული კომპანიაა

CX Hub

მომხმარებლის გამოცდილების (CX) მართვის სააგენტო CX Hub კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთში INTERNATIONAL CUSTOMER EXPERIENCE AWARDS 2025-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ეს კი საქართველოში მოქმედ კომპანიებს, მომხმარებელთა გამოცდილების მართვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და გაზიარებისკენ უხსნის გზას. ქართულ ბიზნესებში CX ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და მათ საერთაშორისო აღიარებაზე მხარდაჭერის საკითხებზე სააგენტო CX Hub-ის მმართველმა პარტნიორმა და თანადამფუძნებელმა ნათია ჯიბლაძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილის“ რუბრიკა BMG X CX Hub-ში სტუმრობისას ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო CX დაჯილდოების ფინალისტებს შორის სამი ქართული კომპანია TBC, Tegeta და NGT ჯგუფი არიან.

CX Hub-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ნათია ჯიბლაძე აცხადებს, რომ კომპანია სხვადასხვა სექტორში საერთაშორისო ექსპერტიზისა და მომხმარებლის გამოცდილების თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვით, ადგილობრივად კომპანიებში ადამიანზე დაფუძნებულ ტრანსფორმაციას უწყობს ხელს და საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში ინტეგრირებასა და კომპანიებისთვის გაზიარებაზე მუდმივად მუშაობს.

„ვამაყობთ, რომ წელს კავკასიის რეგიონსა და უზბეკეთში საერთაშორისო CX-დაჯილდოების ოფიციალური წარმომადგენელი გავხდით. ამ კუთხით ქართულ ბიზნესებს საშუალება მიეცათ, რომ თავისი მიღწევები - ტრანსფორმაციულ პროექტები, სერვისკულტურა, CX ტრანსფორმაცია და დაგეგმარების პროექტები საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინონ. ამ დაჯილდოების ფინალისტებს შორის ქართულ ბაზარზე მოქმედი სამი მსხვილი ბრენდი - თიბისი, თეგეტა და NGT ჯგუფი არიან“, - აღნიშნა ნათია ჯიბლაძემ.

საერთაშორისო დაჯილდოება - INTERNATIONAL CUSTOMER EXPERIENCE AWARDS 2025-ის ერთ-ერთი ფინალისტთაგანი როგორც აღინიშნა NGT ჯგუფია. კომპანიის გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ინა გაბრიჭიძე აცხადებს, რომ მათი პროდუქტი „Voix აუდიო მონიტორინგის სისტემა“ მომხმარებელთა გამოცდილების მართვის საერთაშორისო დაჯილდოების ფინალში The Best Use of Technology კატეგორიაში მოხვდა. მისივე ინფორმაციით, მათ მიერ შექმნილი სისტემა მომხმარებელთან კომუნიკაციის ჩანაწერებს აანალიზებს და მათ კმაყოფილება-უკმაყოფილების ობიექტურობას აფასებს.

"საქართველოს საერთაშორისო CX დაჯილდოებაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა წელს პირველად მიეცა. ჩვენ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ. CX Hub-ს მადლობა მინდა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის, რომ საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა საერთაშორისო CX დაჯილდოებაზე მიიღოს. ჩვენი Voix აუდიო მონიტორინგის სისტემა ფინალში The Best Use of Technology კატეგორიაში მოხვდა. ასევე ჩვენი შექმნილი პროდუქტი ოქტომბრის ბოლოს Qmatic-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, 120-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლის წინაშე წარდგება. სისტემა მალე Qmatic Marketplace-ზე განთავსდება, რაც მის გლობალურ გავრცელებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ინა გაბრიჭიძემ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობის შეფასებისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები