მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხელი უთო ან შესაბამისი ხსნარები - პაატა იმნაძის რეკომენდაცია ფულის დეზინფექციისთვის

5e8716a78269e
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 15:04
5116
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ნებისმიერი ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, მათ შორის ფული, საფრთხის შემცველია.

ინფექციონისტი მოსახლეობას ფულის დეზინფექციის რეკომენდაციას აძლევს.

„ინდივიდუალურ პირობებში (ფულის დეზინფექცია) შესაძლებელია სადეზინფექციო გარკვეული ხსნარებით... ცხელი უთოს გამოყენება საკმაოდ ეფექტური იქნება“, - ამბობს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, ეროვნული და კომერციული ბანკები ფულის დეზინფექციას დიდი ხანია რაც აკეთებენ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები ფულის დეზინფექციას უკვე დიდი ხანია აკეთებენ, აქ ლაპარაკია არა ბანკომატიდან აღებულ ფულზე, არამედ ხელიდან ხელში რომ აწვდის ადამიანი ფულს. ასე მიწვდილი ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი, ამიტომაც არის, რომ ყველა ჩვენი რეკომენდაცია შეეხება სიფრთხილეს და აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე“, - აღნიშნა იმნაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები