მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხრა თვეში 4 060 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, როგორია ლეტალობა?

6364c29de6da1
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.22 11:41
785
საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ჯამში 4 060 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით, დაშავებულთა რაოდენობა 0.7%-ით შემცირდა, ლეტალობის მაჩვენებელი კი 6.8%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შემთხვევებიდან 139 სიმთვრალით იყო გამოწვეული. შედეგად 5 704 ადამიანი დაზარალდა, 326 - გარდაიცვალა.

საქსტატი აღნიშნულ სტატისტიკას, შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები