საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოში 249 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, ჯამში 550 716 კვ.მ-ის ფართობზე. მათ შორის 71 ნებართვა თბილისში, 80 - აჭარაში, 25 - კახეთში, 24 - გურიაში, 16 - სამცხე-ჯავახეთში, 15 - იმერეთში, 6 - სამეგრელო-ზემო სვანეთში. 4-4 - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში და შიდა ქართლში, ხოლო 2-2 ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სასტუმროებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა ნაკლები იყო 2024 წელთან შედარებით. მაშინ გაცემულმა ნებართვებმა 237 შეადგინა.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებული სასტუმროების რაოდენობას, გასულ წელს 66 შეადგინა, 2023 წელს კი 73.
2024 წელს ყველაზე მეტი სასტუმრო ექსპლუატაციაში თბილისსა (18) და კახეთში (15) შევიდა.