მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ცხრა თვეში ქსელში გაშვებული ელექტროენერგია 8%-ით გაიზარდა - "თელასი"

634e51690afbe
მარიამ ვარადაშვილი
18.10.22 11:37
449

“თელასის” ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვეში კომპანია 2,241 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 8,2% (170 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.

კომპანია აღნიშნული მატებას ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებს. 

"„თელასის” აბონენტთა რაოდენობა 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 3,2%-ით (22,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 719,6 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 648,1 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 71,5 ათასი – იურიდიული პირი. 

ცხრა თვის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 566 კმ შეადგინა, რაც 4,5%-ით (282 კმ-ით) აღემატება 2021 წლის ცხრა თვის მაჩვენებელს (6 284 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა”, - აცხადებენ “თელასში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები