მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ აშშ-ის ვიზებს და ბილეთებს დაჰპირდა - შსს

6210a2070af40
ინგა მურუსიძე
19.02.22 11:52
1748
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ს.ფ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი საქართველოს მოქალაქეებს - მ.შ.-ს და ჯ.გ.-ს, გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ბილეთების შეძენას, აშშ-ში საცხოვრებლით, ასევე, სამსახურით უზრუნველყოფასა და სამუშაო ვიზების დამზადებას დაჰპირდა.

„ბრალდებულმა აღნიშნულ მოქალაქეებს პასპორტები და ფული იმ მოტივით გამოართვა, რომ დოკუმენტებს ვიზის განაცხადის შესავსებად გამოიყენებდა, თუმცა თანხის მიღების შემდეგ შეთანხმება არ შეასრულა. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, იგი უკანონოდ დაეუფლა ჯამში 15 ათას 168 ლარს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ს.ფ.-ს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებდა, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე -3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ხოლო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამართალდამცველებმა ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გარდა აღნიშნული ფაქტისა, გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ფ.-მ 2021 წელს თაღლითობის კიდევ რამდენიმე ფაქტი ჩაიდინა, რომლებზეც გამოძიებას აწარმოებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველო, ძველი თბილისის მთავარი სამმართველო და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველო.

თაღლითობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გრძელდება“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები