მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დააზღვიე Mercedes-Benz ალდაგში და დაიბრუნე სამი თვის პრემია

ыук
09.06.26 11:37
100

სადაზღვევო კომპანია ალდაგში Cashback აქცია დაბრუნდა: ნებისმიერი ახალი მომხმარებელი, რომელიც Mercedes Benz-ის მარკის ავტომობილს ალდაგში დააზღვევს ორი ან სამი თვის პრემიას უკან დაიბრუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თორმეტი თვის ნაცვლად, ცხრა ან ათი თვის პრემიას გადაიხდის. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 9 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

აქციის ფარგლებში მომხმარებლები თანხას, დაზღვევის შეძენის შემდეგ, კონკრეტულ ვადებში იბრუნებენ, რაც დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე. იმ შემთხვევაში, კი, თუ მომხმარებელი პრემიას სრულად, ერთიანი გადახდით დაფარავს, თანხას მომენტალურად დაიბრუნებს.

„ალდაგი პირველი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელმაც მომხმარებლებს ქეშბექის აქცია შესთავაზა. საწყის ეტაპზე ინოვაციური პროექტი ტოიოტა ქემრისა და რავ4-ის მფლობელებს შევთავაზეთ და მოხარული ვართ, რომ გაამართლა. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ამჯერად ეს შესაძლებლობა Mercedes-Benz-ის კონკრეტული მოდელების მფლობელებზეც გავავრცელეთ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ორი ან სამი თვის პრემია მომენტალურად დაიბრუნონ და, ფაქტობრივად, ერთი წლის ნაცვლად, მხოლოდ ცხრა თვის საფასური გადაიხადონ.“ - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები