შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპსა და ქვეყნის მომდევნო პრეზიდენტებს მნიშვნელოვანი ძალაუფლება გადასცა - სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან დაბალი ინსტანციის სასამართლოს პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების დაბლოკვა აღარ შეეძლება. საგულისხმოა, რომ სწორედ დაბალი ინსტანციის სასამართლო ბრძანებები თვეების განმავლობაში აფერხებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დღის წესრიგს.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც პრეცედენტს “შესანიშნავი გადაწყვეტილება” უწოდა, რითაც “ძალიან ბედნიერი იყო”. ტრამპის შეფასებით, აშშ-ში გაიმიჯნა ძალაუფლება და კანონის უზენაესობა.
საქმე ისაა, რომ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციას აძლევს უფლებას, აშშ-ში დაბადებულთათვის მოქალაქეობის მინიჭების პრაქტიკა გააუქმოს, დროებით მაინც. სასამართლო განჩინების გარეშე, ადმინისტრაციას მხოლოდ საკუთარი გეგმის სისრულეში მოყვანა დასჭირდება.
უზენაესმა სასამართლომ დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების გაუქმების ბრძანების ამოქმედებისთვის ერთ თვიანი ვადა დაადასტურა, თუმცა დაბალი ინსტანციის სასამართლოებში ამ ბრძანების გასაჩივრების შესაძლებლობა კვლავ ღია დატოვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო ამ საკითხს კიდევ ერთხელ მიუბრუნდება, მანამდე კი შტატები დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, მიანიჭონ თუ არა აშშ-ის მოქალაქეობა ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებს, მათი მშობლების მოქალაქეობის მიუხედავად.




























