დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამით, ქვეყნის მასშტაბით 80-მდე ტექნიკაა გაცემული - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი, ყოველწლიურად, 200-მდე მიგრანტს გადაეცემა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მთავარ მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
"ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, გორში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ.
ამ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 18-მა, ხოლო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 80-მდე დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




























