მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დადგება თუ არა რაჟდენ კუპრაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი? - კობახიძის პასუხი

რაჟდენ კუპრაშვილი

„ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას დარღვევები იმიტომ ვერ აღმოაჩინა, რომ იქ ცდომილება არ იყო. ასე უპასუხა მან BM.Ge-ის კითხვას იმის შესახებ, დადგებოდა თუ არა დღის წესრიგში რაჟდენ კუპრაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.

„დეკლარაციაში ცდომილება თუ არ იყო რანაირად უნდა შეემჩნია. შეიძლება ობიექტური მიზეზი ჰქონდა ამის [რომ დეკლარაციაში ცდომილება ვერ შეამჩნია]. ობიექტური მიზეზი თუ ჰქონდა პასუხისმგებლობას როგორ მოვთხოვთ... თუ არ ჰქონდა ობიექტური მიზეზი, ყველას უნდა მოეთხოვოს. მე არ ვიცი, ასეთი ობიექტური საფუძველი, მგონია, რომ არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა 24 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლილუაშვილის, ღარიბაშვილის, გომელაურის დეკლარაციებში არანაირი დარღვევები არ იყო. 24 ოქტომბერს კი საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები