მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაეხმარება თუ არა საქართველო სომხეთს? - პაატა იმნაძე

5ede0284c4332
ინგა მურუსიძე
08.06.20 13:17
1431
შეთავაზება გაკეთებული იყო და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კითხვას იმის შესახებ, დაეხმარება თუ არა საქართველო სომხეთს ვირუსთან ბრძოლაში.

„ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიცით, რომ შეთავაზება გაკეთებული იყო. ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკებების საგანი“, - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში შეიქმნა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობას სთხოვენ, სომხეთს დაეხმარონ, რადგან იქ კორონავირუსის ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია და სახელმწიფო დაავადებულთა მკურნალობას ვერ უმკლავდება.

ცნობისთვის: სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 8 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათში 11 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში,სომხეთში ეპიდემიის დროს დაინფიცირდა 13,325 პირი და გარდაიცვალა 211 პაციენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები