2019 წელს 20%-ით გავზარდეთ ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება და ეს არის ყველაზე დიდი ციფრი, რაც კი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამოუკიდებელ საქართველოში გვქონია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რეგიონალური განვითარება არის ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.
სტუმარი: ილია ბეგიაშვილი - ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე


































