მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაფნის ფოთლის ექსპორტი 7%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

დაფნა

საქართველოდან დაფნის ფოთლის ექსპორტი მზარდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 4.9 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი, 19.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 7%-ით (337 ტონა), ხოლო ღირებულება 5%-ით (1 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

2026 წლის 10 თვეში, ექსპორტი 18 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: ჩინეთი (68%) და რუსეთი (23%).

საქსტატის მონაცემებით, დაფნის ფოთლის ექსპორტის სტატისტიკა TOP 5 ბაზარზე ასეთია:

  • ჩინეთი: 13.01 მლნ აშშ დოლარი | 3,130.2 ტონა

  • რუსეთი: 4.3 მლნ აშშ დოლარი | 877 ტონა

  • უზბეკეთი: 246 ათასი აშშ დოლარი | 284.5 ტონა

  • უკრაინა: 658.3 ათასი აშშ დოლარი | 178.4 ტონა

  • სენეგალი: 274 ათასი აშშ დოლარი | 108 ტონა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები