მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგეგმილია ირაკლი კობახიძის ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დასკვნით სესიაზე სიტყვით გამოსვლა - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობა
07.11.24 17:10
1731

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო, რომელიც ბუდაპეშტში იმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე.

"სამიტი მასპინძელი ქვეყნის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გახსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციაში გავრცელებულ პრესრელიზში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები