მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერა - სამინისტრო

მარიამ ქვრივიშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა - ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მათი ცნობით, პეკინში ის ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებსა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის კომერციის მინისტრთან, ვანგ ვენთაოსთან და ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ჭოუ ჰაიბინთან.

გარდა პირისპირ შეხვედრებისა, პეკინში დაგეგმილია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების ოქმის ხელმოწერაც.

მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ჩინეთში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრის მოადგილეები: გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი გიორგი ტატიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები