მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი Tether-ის თავმჯდომარეს, მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და დელეგაციის წევრებს შეხვდა - სამინისტრო

აა

ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის თავმჯდომარესა და მთავარ აქციონერს ჯანკარლო დევაზინისა და Tether-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში და რეგიონში ფინტექის სექტორის განვითარებაზე, საინვესტიციო გარემოსა და Tether-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე.

"ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისკენ მიმართავს.

ყურადღება გამახვილდა საფინანსო სექტორის მოდერნიზაციასა და ფინტექ ინოვაციების განვითარებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას.შეხვედრას პარალამენტის წევრი ვახტანგ თურნავა ესწრებოდა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები