მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაგროვებითი პენსიით 35 793-მა ადამიანმა ისარგებლა - საშუალოდ თითოეულზე 5 174 ლარი გაიცა

პენსია ფული

2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით 35 793-მა ადამიანმა ისარგებლა, მათზე გაცემული პენსიის ჯამურმა მოცულობამ კი 185,189,254.01 ლარი შეადგინა.

ამ მონაცემების მიხედვით, ერთ მიმღებზე საშუალოდ 5 174 ლარი მოდის.

ამასთან, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ აგვისტოს ბოლოს 1 მილიონ 769 ათას ადამიანს მიაღწია.

აგვისტოს ბოლოს საქართველოს საპენსიო ფონდის ჯამური აქტივები 10 მილიარდ ლარს მიუახლოვდა, ხოლო ფონდის არსებობის განმავლობაში დაგენერირებულმა ჯამურმა წმინდა სარგებელმა (ამონაგებმა) 2.9 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

შენიშვნა: 5 174 ლარი არის საშუალო მაჩვენებელი - რეალურად მიღებული თანხა მონაწილეებს შორის განსხვავებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები