საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც ინსპექციას წარმატებით გაივლიან ფუნქციონირების განახლებას დაუყოვნებლივ შეძლებენ - თითქმის 4 თვიანი ლოქდაუნის შემდეგ მთავრობამ გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. გაწერილი რეკომენდაციების შესაბამისად შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ობიექტების შემოწმებას დღეიდან დაიწყებს. რამდენად დროულად იხსნება ეკონომიკის მომდევნო ეტაპები?