მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაგვიანებულია თუ არა ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია? - გამყრელიძის პასუხი

6018f73236f77
ინგა მურუსიძე
02.02.21 16:58
298

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ ვაქცინაციის კამპანია დაგვიანებული არ არის.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო წლებში საქართველოში 4 ახალი ვაქცინაა დანერგილი და საკმაოდ დიდი კამპანიებია ჩატარებული, შესაბამისად, ქსელიც მზად არის ამისთვის და გამოცდილებაც არსებობს.

NCDC-ის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ვაქცინაციის გეგმით, ამ კვირიდან სერიოზული საინფორმაციო კამპანია დაიწყება.

„ჩვენ გვაქვს 400-მდე ამცრელი პუნქტი, რომელიც ცრის მოზარდებს და ბავშვებს - საუბარი მაქვს ჩვეულებრივ აცრებზე, თუმცა პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა ჩატარდება ქვეყნის სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არა - ამბულატორიებში, არამედ - სტაციონარებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ სამი ქალაქის მედიცინის მუშაკები აიცრებიან, აიცრება ყველა უკვე შედგენილი სიების მიხედვით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, პირველად აცრაზე 40-მდე ბრიგადა იმუშავებს.

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია დაგვიანდა - რას ურჩევენ ჯანდაცვის სპეციალისტები მთავრობას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები