მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაიწყება თუ არა ხვალიდან მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში? - თამარ გაბუნიას პასუხი

60e16fe2df51a
თელარა გელანტია
04.07.21 12:21
1399
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, 150 დაწესებულება, რომლებიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ და ზეგ გახსნიან თავიანთ ქოლცენტრებს და მათი საშუალებით მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შეეძლებათ.

ასე უპასუხა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, ხომ არ შეაფერხებს 5 ივლისიდან დაანონსებული მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას რეგისტრაციის ვებპორტალზე განხორციელებული კიბერშეტევა, რომლის გამოც მოქალაქეები "სინოფარმით" აცრაზე ჯავშნის გაკეთებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

„მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რეგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერანტიული გზები. 150 დაწესებულება, რომლებიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, ხვალ-ზეგ გახსნიან თავიანთ ქოლცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი და ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მოქალაქეებისთვისაც ადვილი იყოს ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა და ასევე რიგებიც ავიცილოთ თავიდან.

რა თქმა უნდა, ამას დაეხმარება უკვე რეგისტრაციის პორტალი და ის არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.

მედიამ თამარ გაბუნიას სთხოვა, დაეკონკრეტებინა - დაიწყება თუ არა ხვალიდან მასობრივი ვაქცინაცია, როგორც ეს დაანონსდა, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა:

"ხვალ ჯერ მაინც გვჭირდება პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა. ქოლცენტრებს გარკვეული დრო დასჭირდებათ, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე, იმისთვის, რომ ყველა ქოლცენტრი 150-ვე დაწესებულებაში ფუნქციონირებდეს. ამდენად, დღეს უნდა დაველოდოთ პორტალის გამართვას და ხვალ დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ".


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები