მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაიწყოს ბალნეოლოგიური კურორტების პირდაპირი მარკეტინგული კამპანია - ანდრო ჯიშკარიანი

64552afe03ae6
თელარა გელანტია
06.05.23 12:30
660
სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ დამფუძნებელი და დირექტორი ანდრო ჯიშკარიანი კურორტების განვითარების სააგენტოს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მოუწოდებს დაიწყონ ბალნეოლოგიური კურორტების პირდაპირი მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

„კურორტების განვითარების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ჩვენი სალაპარაკო თემა და თხოვნაა, დაიწყონ ბალნეოლოგიური კურორტების პირდაპირი მარკეტინგული კამპანიები. მიზნობრივი ბაზრები ჩვენი მიმართულების მოთამაშეებთან (ბორჯომი, საირმე) ერთად განსაზღვრული გვაქვს და ეს პირველ ეტაპზე, ეს ქვეყნებია პოსტსაბჭოთა სივრცე, ისრაელი და ევროპის რუსულელოვანი ქალაქები, საიდანაც პოტენციურად შესაძლებელია, სამკურნალო-ბალნეოლოგიური მიზნით ტურისტების ჩამოყვანა; თან ეს შედარებით ნაკლები დაგვიჯდება, რადგან ჯერ კიდევ არსებობს რაღაც დონის ცნობადობა წყალტუბოსი და ერთ პოტენციურ დამსვენებელზე დღეს დახარჯულმა დოლარმა 5 წელიწადში შეიძლება მოგვიტანოს 10 დოლარი“, - განაცხადა ანდრო ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ სამედიცინო-ბალნეოლოგიურ კურორტებზე დამსვენებლები ევროპის ქვეყნებიდანაც მეტად მოვიზიდოთ, საჭიროა კვლევების განახლება.

„მაგალითად, წლების წინ წყალტუბოს ბალნეოლოგიური პოტენციალით დაინტერესებული იყო ისეთი გლობალური მოთამაშე როგორიც ფრანგული კომპანია "Compagnie de Vichy"-ია... ძალიან კარგი იქნებოდა, ასეთი კომპანიის შემოყვანა „წყალტუბოს თერმული წყლების“ მართვაში, რაც კურორტის ცნობადობასაც აამაღლებდა და Vichy-ის დამსვენებლების ბაზასაც მოიზიდავდა საქართველოში“, - თქვა ანდრო ჯიშკარიანმა.

მთავრობამ წყალტუბოს წყლები $8 მილიონად თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან გამოისყიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები