მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაკავებულია კაცი, რომელიც Krab Coffee-ის დამფუძნებლებს დაესხა თავს - შსს

krab coffe

შსს-ს ინფორმაციით, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მამაკაცია დაკავებული.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს“, – აცხადებს შსს.

ცნობისთვის, გუშინ 5 მარტს, დიღომში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, Krab Coffee-ის დამფუძნებლებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის მონაწილეებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა მათთვის უცნობი მამაკაცი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები