მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“დაკრეფილი ყურძენი ბევრია, მიმღები პუნქტები კი ცოტა,ამიტომ მევენახეებს რიგში დგომა უწევთ”- როგორა რთველი რაჭაში?

რაჭა რიგები რთველი

რაჭაში წელს უჩვეულო რთველია. ამბროლაურის რაიონში ყურძნის ჩაბარების პუნქტებთან რიგებია. მევენახეების შეფასებით მოსავალი წელს რეკორდულია და დაკრეფილი ყურძნის ქარხნებში ჩაბარება ჭირს.

როგორც “მეღვინეობა რტონი” და “მეღვინეობა მელიტონი”, დამფუძნებელი გიორგი სხირტლაძე აცხადებს, არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო ყურძენი მზიანი ამინდის დროს ერთბაშად ბევრმა მევენახემ დაკრიფა, ჩასაბარებელ პუნქტებში კი რიგები დადგა.

მისი თქმით, ერთიანად არ უნდა დაკრეფილიყო ყურძენი, რადგან გაჭიანურებული გადამუშავების პროცესი პროდუქციის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.

“როცა ყურძენი სიმწიფეში შევიდა და უკვე მზად იყო მოსაკრეფად, ამინდები გაფუჭდა. ანუ მოსახლეობამ რომ იცოდა, რომ ერთ-ორ დღეში უკვე ამინდები ფუჭდებოდა, მასიურად წავიდა კრეფა და ყველამ ერთად დაკრიფეს. აქედან გამომდინარე, დაკრეფილი ყურძენი ძალიან დიდი რაოდენობით შეიქმნა და ანუ ვეღარ მიიღეს პუნქტებმა. კომპანიებიც ალბათ არ არიან ბევრი ჩამოსული და მოკლედ შეიქმნა სიტუაცია, რომ დაკრეფილი ყურძენი ბევრია და მიმღები პუნქტები არ არის შესაბამისად მაგდენი და უწევთ მევენახეებს რიგში დგომა.

არ უნდა მომხდარიყო ეს ერთიანი დაკრეფა, მაგრამ ყველამ შეხედა ამინდს და ძალიან დიდი წყვეტა იყო. ძალიან ცუდია, ყურძენი რომ ჩერდება, უფრო გაუჭირდებათ გადამუშავება, რა თქმა უნდა, გაჩერებული ყურძნის, ხარისხზე კარგად არ იმოქმედებს.

ჩვენ დიდი გადამუშავება არ გვაქვს, არ გვაქვს დიდი საწარმო. ალბათ სადღაც 50 ტონამდე გადავამუშავებთ. 70% უკვე გადამუშავებული გვაქვს, რაღაც ნაწილი გვაქვს დარჩენილი, ველოდებით ამინდის გამოსვლას და იმ ბოლო ნაწილსაც გადავამუშავებთ.

ყურძნის ნაწილის შესყიდვა მოგვიწია, ადგილწარმოშობისას ვყიდულობთ, ნაწილი ჩვენი იყო, სადღაც 40% შევისყიდეთ,“- აცხადებს მეღვინეობა რტონი” და “მეღვინეობა მელიტონი”, დამფუძნებელი გიორგი სხირტლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები