მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესება ჩინეთს - რატომ იმუქრება ტრამპი

სს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.

საქმე ის არის, რომ 2 აპრილს პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ 34%-იანი ტარიფი დააწესა. ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, პეკინი აშშ-ის წინააღმდეგ დამატებით 34%-იან სატარიფო რეჟიმს აამოქმედებს. ოფიციალური განცხადების თანახმად, ახალი ტარიფი დაემატება აქამდე უკვე არსებულ სატარიფო რეჟიმს, ანუ რეალური საიმპორტო გადასახადი იმაზე გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ეს 34%-ია.

ტრამპის განცხადებით, თუ ჩინეთი 34%-იან ტარიფებს ხვალამდე, 8 აპრილამდე არ გაიწვევს, მაშინ აშშ დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში 9 აპრილიდან შევა.

„გუშინ, ჩინეთმა 34%-იანი საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, უკვე არსებულ მათ რეკორდულ ტარიფებზე, არამონეტარულ ტარიფებზე, კომპანიების არალეგალურ სუბსიდირებასა და მასიურ სავალუტო მანიპულირებაზე დამატებით. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს, უფრო მაღალი ტარიფი დაუწესდება, ვიდრე თავდაპირველად დადგენილი.

გარდა ამისა, შეწყდება ჩინეთთან ყველა სახის მოლაპარაკება მათ მიერ მოთხოვნილ შეხვედრებთან დაკავშირებით! სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები, რომლებმაც შეხვედრები მოითხოვეს, დაუყოვნებლივ დაიწყება“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები