მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებით 8 560 000 ლარი გამოყო. შედეგად თანხის მოცულობა 63 758 650 ლარამდე გაიზარდა.
ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 2465-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტი 10 მუნიციპალიტეტს გაეზარდა. ამასთან, დამატებით თანხები 2 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო.
19 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 10-ჯერ დაკორექტირდა.
მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომელთაც დაფინანსება/ბიუჯეტიც გაეზარდათ ასეთია:
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: 4 850 000 ₾-დან გაიზარდა 7 850 000 ₾-მდე (+3 000 000 ₾);
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: 2 415 950 ₾-დან გაიზარდა 2 915 950 ₾-მდე (+500 000 ₾);
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი: 1 303 300 ₾-დან გაიზარდა 2 238 300 ₾-მდე (+935 000 ₾);
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი: 864 900 ₾-დან გაიზარდა 924 900 ₾-მდე (+60 000 ₾);
- ახალციხის მუნიციპალიტეტი: 675 000 ₾-დან გაიზარდა 865 000 ₾-მდე (+190 000 ₾);
- ყვარლის მუნიციპალიტეტი: 2 100 000 ₾-დან გაიზარდა 2 465 000 ₾-მდე (+365 000 ₾)
- მესტიის მუნიციპალიტეტი: 305 000 ₾-დან გაიზარდა 505 000 ₾-მდე (+200 000 ₾)
- მარტვილის მუნიციპალიტეტი: 624 000 ₾-დან გაიზარდა 2 124 000 ₾-მდე (+1 500 000 ₾)
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი: 364 000 ₾-დან გაიზარდა 964 000 ₾-მდე (+600 000 ₾)
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი: 295 000 ₾-დან გაიზარდა 595 000 ₾-მდე (+300 000 ₾)
დამატებით ბიუჯეტები კი შემდეგი 2 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო:
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 360 000 ლარი;
- წალკის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 550 000 ლარი.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, გამოყოფილი 63 758 650 ლარი ჯამში 38 მუნიციპალიტეტზე ნაწილდება:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;
- სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾299 ათასი;
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ₾7.996 მლნ;
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾6.850 მლნ;
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾7.850 მლნ;
- ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾2 მლნ;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ₾2.915 მლნ;
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ₾238 მლნ;
- საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾2.780 მლნ;
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;
- ხაშურის მუნიციპალიტეტი - ₾270 ათასი;
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი - ₾572 ათასი;
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ₾924 ათასი;
- ახალციხის მუნიციპალიტეტი - ₾865 ათასი;
- ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ₾950 ათასი;
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ₾515 ათასი;
- ყვარლის მუნიციპალიტეტი - ₾2.465 მლნ;
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;
- მესტიის მუნიციპალიტეტი - ₾505 ათასი;
- მარტვილის მუნიციპალიტეტი - ₾124 მლნ;
- სენაკის მუნიციპალიტეტი - ₾2.445 მლნ;
- მცხეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.280 მლნ;
- დუშეთის მუნიციპალიტეტი - ₾435 ათასი;
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ₾1.310 მლნ;
- თიანეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ₾964 ათასი;
- გურჯაანის მუნიციპალიტეტი - ₾300 ათასი;
- თელავის მუნიციპალიტეტი - ₾1.165 მლნ;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ₾1.605 მლნ;
- ადიგენის მუნიციპალიტეტი - ₾500 ათასი;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი - ₾595 ათასი;
- თერჯოლის მუნიციპალიტეტი - ₾245 ათასი;
- ახმეტის მუნიციპალიტეტი - ₾119 ათასი;
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;
- ვანის მუნიციპალიტეტი - ₾965 ათასი;
- დმანისის მუნიციპალიტეტი - ₾150 ათასი;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი - ₾360 ათასი;
- წალკის მუნიციპალიტეტი - ₾550 ათასი;
























