მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში" - მთავრობა წელს ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელის

რთველი

ხელისუფლება წელს ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელის. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავრობა ამისთვის წინასწარაა მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„წინასწარი პროგნოზით წელს გვექნება რეკორდული მოსავალი, შარშანდელიც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით დასრულებული, თუმცა წელს იქნება აბსოლუტურად რეკორდული მაჩვენებელი. ამისთვის წინასწარ ვართ მომზადებული, მათ შორის სუბსიდირების ნაწილში. რთველი იქნება ორგანიზებული მაღალ დონეზე. ამაზე მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ არის სამზადისი გაწეული და ყველანაირად მზად იქნება სამინისტრო იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ჩაატაროს რთველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები